რეკომენდაცია ბროილერის საკვებზე

ჩვენი რეკომენდაციები

რეკომენდაცია ბროილერის საკვებზე

ბროილერის საკვები უნდა შეიცავდეს აუცილებელ საყუათო ნივთიერებას: ცილებს (პროტეინებს), ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკრო მინერალურ ნივთიერებებს, საჭირო შეფარდების მიმოცვლითი ენერგიის რაოდენობას. საკვებში ორგანიზმისათვის ხელმისაწვდომი ენერგიის შემცველობა არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მისი მოხმარების აუცილებელ რაოდენობას. საყუათო ნივთიერებებიდან მნიშვნელოვანია ცილები (პროტეინი), რომელიც წარმოადგენს ამინომჟავებისგან შემდგარ რთულ პოლიმერულ შენაერთს. ცილები წარმოადგენენ ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ქსოვილების ძირითად საამშენებლო მასალას. ფრინველის ორგანიზმში ქსოვილებისა და პროდუქციის ცილები ჩამოყალიბდება მხოლოდ საკვები ცილებიდან. ცილები ფრინველის საკვები ულუფის მეტად ძვირადღირებული და დეფიციტური ნაწილია, ამიტომ საკვების ღირებულების შემცირების მიზნით, აწარმოებენ მის ნორმირებას, ძირითადად ფრინველის ორგანიზმის ქსოვილების შექმნის და დამატებითი პროდუქციის წარმოების გათვალისწინებით. ცხიმები და ნახშირწყლები ფრინველის ორგანიმზში გამოიყენება, როგორც ენერგიის წყარო სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებასა და კუნთების მუშაობისათვის. ბროილერის კვებისთვის ყველაზე უკეთესია ქარხნული წესით დამზადებული, ასაკის შესაბამისი კომბინირებული საკვები. ბროილერის გამოზრდისათვის მიღებულია სამ ფაზიანი კვება. I ფაზა (1-3 კვირა) სასტარტო კომბსაკვები, II ფაზა (4-5 კვირა) ზრდის კომბსაკვები, III ფაზა (5-დან ზევით) ფინალური კომბსაკვები.

დამატებითი რჩევები

მიიღეთ რჩევები და
სასარგებლო ინფორმაცია